რეზონანსი
04.12.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი საქართველოს უკრაინაში, ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვის გამო თანაუგრძნობს. ერმაკი სამძიმრის წერილს "ტელეგრამზე" ქართულ ენაზე აქვეყნებს.

"ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება!

სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა...სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელე, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამი, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანაზე, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე... ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს.

ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს, ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში!

მე ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!

აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი- ტიტანების ქალაქია!" - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×