რეზონანსი
04.12.2022

ზამთრის პერიოდში, დეკემბრის თვეში, ზოგადად, როგორც ყველა ქვეყანაში, ალბათ ჩვენთანაც მოიმატებს თვითონ გრიპის შემთხვევები. თუმცა, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ქრონიკას" განუცხადა.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„თუ ჩავიტარებთ ვაქცინაციას სწორედ გრიპის იმ შტამზე, რომელიც ახლაა გავრცელებული - H3N2, სწორედ ამის საწინააღმდეგო კომპონენტია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ 6 თვიდან ყველა ასაკის ადამიანისთვის არსებობს ვაქცინები და ჩავიტაროთ. 2-4 კვირა საკმარისია იმისთვის, რათა იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდეს.

კორონავირუსზე არანაკლებ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს გრიპის ვირუსს და სწორედ ამიტომ გვახსენებენ ჰონკონგის ტიპის ვირუსს, რომელიც 1968 წელს იყო გავრცელებული და მაშინ პანდემიის სახე მიიღო. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. სიკვდილიანობა და მძიმე მიმდინარეობა გრიპსაც ახასიათებს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას - იმისათვის, რომ გრიპი მძიმე ფორმით არ დაგვემართოს, სეზონი მოდის და შემთხვევები მატულობს, ჩავიტაროთ ვაქცინაცია", - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×