რეზონანსი
05.12.2022

უკრაინაში ბახმუტში შეტაკებების დროს დაჭრილი ქართველი მეომარი - მიშა ბატურინი საომარი მოქმედებების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ თავდაპირველად აგრესიას უმკლავდებოდნენ.

მისი თქმით, პირველი 2 იერიში მოიგერიეს შემდეგ კი ორკების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიჭრა.

„ჩვენი დავალება იყო პოზიციებზე გასვლა, დავიკავეთ ადგილები. შეტევის პირველი ტალღა გვიან ღამით დაიწყო, რომელიც წარმატებით მოვიგერიეთ. პირველ დეკემბერს, დილის, 05:30 საათზე, წამოვიდა მეორე ტალღა, ისიც მოვიგერიეთ, მესამე ტალღა სადღაც ერთ საათში... ორკებმა მესამე დარტყმა განახორციელეს, რა დროსაც დავიჭერი. შემდეგ ბიჭებმა ჩემი ევაკუაცია მოახდინეს. როგორც გავიგე, ჩემი ჯგუფი გამოვიდა, მადლობა ღმერთს ყველა ცოცხალია. არიან დაჭრილები, თუმცა მსუბუქად. დაახლოებით 6 კაცია დაჭრილი", - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა „ტვ პირველთან" საუბრისას.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს ბახმუტში 5 ქართველი დაიღუპა: ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა.

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×