რეზონანსი
05.12.2022

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ გამოიყენა სოციალური მედია დასავლური სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად დაუღალავი კამპანიისთვის. მან დაარწმუნა ევროპელები, რომ გაიღონ პუტინთან დაპირისპირების უზარმაზარი ხარჯები და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების გზა შესთავაზონ.

„უკრაინის პრეზიდენტი გახდა დემოკრატიული სამყაროს ფლაგმანი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს 21-ე საუკუნის კურსი. ზელენსკი ასევე განასახიერებს უკრაინელი ხალხის გამბედაობას და გამძლეობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამ მიზეზების გამო აირჩია Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად", - წერს Financial Times-ი.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებსა და კიევში დარჩენის გადაწყვეტილების გახსენებისას, ზელენსკიმ Financial Times-ს განუცხადა : „მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი, ვერ ვიტან ადამიანების იმედგაცრუებას".

გამოცემა წერს, რომ „რუსეთის შეჭრის დასაწყისში ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დარჩენილიყო კიევში და არ დასთანხმებოდა აშშ-ის შეთავაზებას ევაკუაციასთან დაკავშირებით, ომის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მომენტი იყო, რომელმაც უკრაინელ სამხედროებსა და ხალხს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა. ეს მოულოდნელი იყო უკრაინელებისა და დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომლებსაც დაბალი მოლოდინები ჰქონდათ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისგან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×