„ქართული ოცნების" მიერ არანაირი საარჩევნო რეფორმა არ არის შემოთავაზებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი" ფსევდორეფორმას მხარს არ დაუჭერს.
„ქართული ოცნების" წარმომადგენლისგან რაც მოვისმინეთ, ეს იყო წყლის ნაყვა, ჩვეულებრივი პიარი, თითქოს საარჩევნო რეფორმაა, თვითმმართველობის ორგანოში კანდიდატს, ხუთი წლის ნაცვლად, ერთწლიანი ცენზი რომ მოეთხოვება. ეს არის დადებითად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. სხვა აშკარა ხელშესახები საუბარი პოზიტივზე იმ დასკვნაში არ არის", - განაცხადა მანჯგალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს.