რეზონანსი
09.12.2022

ეს როგორც ჩანს წინასწარ დაგეგმილი კამპანია იყო. მე არ ვიცი ამით რისი მიღწევა სურთ, მაგრამ ფაქტია ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ტყუილებს, დეზინფორმაციას, - ამის შესახებ საპარლამენრო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„მძიმე პროვოკაციებს ამზადებენ როგორც ჩანს და ამის გამოხატულება იყო მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირის მძიმე, ბინძური შეურაცხყოფა რატი იონათამიშვილთან დაკავშირებით. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუ ვინმე გაბედავს და მსგავს რამეს იკადრებს, კანონის სრული დაცვით, ყველას გაეცემა პასუხი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მმართველ გუნდში სიცრუეს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ხელისუფლება უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც ოპონენტებს ამ თემის გარშემო არგუმენტები ამოეწურათ, ოპოზიცია შეტევაზე გადავიდა და მორიგ პროვოკაციას მიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×