რეზონანსი
11.12.2022

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში კლი­ნი­კა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც გი­უ­ლი ალა­სა­ნია ამ­ბობს, ამ პე­რი­ო­დის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და და 25 კილო და­იკ­ლო.

"მე უკვე და­მა­ვი­წყდა, რო­დის გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ასე. ამ ფო­ტო­ებ­მა გა­მაკ­ვირ­ვა. ამის გავ­რცე­ლე­ბა არა­ე­თი­კუ­რია. ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა არ იცო­და, რომ გავ­რცელ­და. თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და დღეს რომ მო­ძებ­ნა ფო­ტო­ე­ბი, გა­გიჟ­და, სახე მო­ენგრა ადა­მი­ანს" - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში.

გუ­შინ "ფორ­მუ­ლამ" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფო­ტო­ე­ბი ახ­ლია, თუმ­ცა შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ჩას­წო­რე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ფო­ტო­ე­ბი აგ­ვის­ტო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფაქტს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად გა­ცი­ლე­ბით რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ამ კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×