რეზონანსი
11.12.2022

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს.

როგორც ბორელი ამბობს, ანკარა არ უნდა ეხმარებოდეს რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ბრიუსელი ელოდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები აგვისტოში შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×