რეზონანსი
11.12.2022

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათი ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ მოხდება.

„საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოზე „ნაციონალური მოძრაობისთვის" და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. ჩვენი მხრიდან რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათი ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ რაიმე პოზიცია დაიკავონ, არ იქნება. მეტიც, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სასამართლო პროცესი. ამიტომ, ცხადია გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში. ასევე, მნიშვნელოვანია გამოცხადდეს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი იმიტომ, რომ სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად, ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ყველა შემოთავაზება მანიპულაციისგან დაცლილი უნდა იყოს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის მზად არის მიიღოს შემოთავაზების ნებისმიერი ფორმა, რომელიც მათ შორის ნიკა მელიასთვის იქნება მისაღები.

„სწრაფად უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და გეგმა, როგორ აპირებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე უახლოეს დღეებში მოქმედებას. ხალხთან უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებდი მას. თუ მობილიზება გვჭირდება, სჯობს, რომ ის იყოს ჩვენი პარტიის მხარდამჭერთან ყოველდღიურ რეჟიმში და მეორე, სწრაფად გადაწყდეს თარიღი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×