რეზონანსი
11.12.2022

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სასამართლო პროცესი. ამიტომ, ცხადია გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ასევე, მნიშვნელოვანია გამოცხადდეს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი. ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც იქნება ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების მხრიდან, ჩვენი მხრივ იქნება გაზიარებული“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი გადაწყდება. პარტიის წევრები არჩევნების ფორმატის გარდა, სხვა საკითხზეც იმსჯელებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×