რეზონანსი
11.12.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.

როგორც მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ გააძლიერებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ნაყოფიას თქმით, პარტია "ყველაფერს გააკეთებს", რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.

„პოლიტსაბჭო დღე იყო ძალიან კონსტრუქციული, ძალიან მშვიდი. იყო ბევრი კითხვა და ბევრი პასუხი. პირადად, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ ვამაყობ იმით, რომ გახლავართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ეს არის ნამდვილად ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტის დემოკრატიული პარტია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ გააძლიერებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ის უფრო მომზადებული შეხვდება არჩევნებს, რომელიც ძალიან მალე იქნება საქართველოში. ის აუცილებლად მოიპოვებს ამ არჩევნებში გამარჯვებას, მაგრამ ჩვენი მთავარი საკითხი, უმთავრესი საზრუნავი არის ჩვენი ჩვენი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება. ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე. თუ რა სამოქმედო გეგმით ხვდებით იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც წინა აქვს მიხეილ სააკაშვილს. გვაქვს გარკვეული სტრატეგია, თუ რა სტრატეგიით შევხვდებით ამ ყველაფერს. პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე იყოს თავისუფალი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იქ დარჩეს იქ, სადაც ახლა არის“, - განაცხადა ნაყოფიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×