რეზონანსი
11.12.2022

"ვლადიმერ პუტინს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება უკრაინაში გაჩაღებულ ომზე" - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთელ მსოფლიოს გავუზიაროთ აზრი, რომ აგრესიას არ შეუძლია სარგებელი მოუტანოს აგრესორს.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ არ გამორიცხავს სხვა მექანიზმებს და აპირებს, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, განსაზღვროს ყველაზე ეფექტური სისტემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ომის ჩამდენი მართლმსაჯულების წინაშე.

"პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. ეს ეხება ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და უფრო ზემდგომ პირებსაც. პასუხისმგებლობა ყველასთვის უნდა დადგეს, მათ შორის ვლადიმირ პუტინისთვისაც" - განაცხადა კლევერლიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×