რეზონანსი
11.12.2022

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სადაც, უკრაინის ომი და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს.

მედია წერს, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, ასევე რეგიონული საკითხები, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტი და ტერორიზმთან ბრძოლა. მედიის გავრცელებულ ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ითხოვს დაბრკოლებების მოხსნას, რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაჭირვებულ ქვეყნებში მიწოდებისთვის.

ერდოღანის თქმით, რუსეთს, სირიის კონფლიქტის შეთანხმების დებულების შესრულებაში, მთავარ მოთამაშედ ასახელებს.

ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს თურქეთში რეგიონალური გაზის კერის შექმნა, გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის ბოლო ვიზიტის შედეგების გათვალისწინებით, რომელიც შეხვდა თურქეთის ლიდერს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×