რეზონანსი
11.12.2022

ლატვიის ეროვნული ელექტრონული მასმედიის ეროვნული საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე აურელია დრუვიეტეს განცხადებით, ეთერში გასვლის დღიდან ტელეკომპანია „დოჟდი" არ იცავდა კანონს და არ მოქმედებდა კანონის შესაბამისად. ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან" საუბარში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აკრძალულია იმ ქვეყნის და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ. ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება რუსეთის ჯარის მხარდაჭერის სურვილის. გადაწყვეტილებაშიც ასახულია, რომ მომხდარი ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათ სწორად ვერ შეაფასეს დარღვევების მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს „გაიდლაინები", თუ როგორ ვაფასებთ ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ფაქტორებს. ეს არ არის აბსტრაქტული ტერმინი. თან არ იყო ერთი შემთხვევა. ეთერში გასვლის დღიდან არ იცავდნენ კანონს და არ მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად", - აცხადებს ლატვიის ეროვნული ელექტრონული მასმედიის ეროვნული საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე აურელია დრუვიეტე.

ტელეკომპანია „დოჟდის" ეთერში წამყვანის მიერ ნათქვამი ფრაზის გამო, ლატვიის უშიშროების სამსახურმა 2 დეკემბერს არხის მიმართ გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს. ამის შემდეგ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია „დოჟდს" მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×