რეზონანსი
11.12.2022

რუსი ჟურნალისტი, გამოცემა ხოლოდის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოშვეს.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო რამდენიმე თვეა თბილისში ცხოვრობდა, ამჟამად კი საქართველოში ლატვიიდან ბრუნდებოდა.

ის საზღვარზე ნახევარი საათით გააჩერეს, შემდეგ კი საბუთი გადასცეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ "არ აკმაყოფილეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".

ჟურნალისტი აეროპორტიდან რიგაში დააბრუნეს.

წყარო: "formula news"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×