რეზონანსი
11.12.2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მომხდარ მკვლელობას წინ მეტადონის გამო შელაპარაკება უძღოდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს" წყარომ განუცხადა.

წყაროსვე თქმით, მკვლელსა და მოკლულს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

"გაღმა სოფლელია, ნაგომარში ცხოვრობს მკვლელი. დაზუსტებით ვიცი, რომ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ზაზას და მკვლელს. რის გამო ვერ რიგდებოდნენ, რა ვიცი. ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი მეტადონის გამო მოხდა. ამ მამის ტოლმა კაცმა, მთელი 20 წლით უფროსია ზაზაზე, როგორ გაიმეტა ასე სასტიკად. გაამწარა მოხუცებული დედა. გაოგნებულია მთელი სოფელი", _ ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 46 წლის კაცი 67 წლის კაცმა გუშინ მოკლა.პოლიციამ მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×