რეზონანსი
12.12.2022

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.

„პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის. შესაბამისი უწყება ყველა პატიმართან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×