რეზონანსი
12.12.2022

აჭარაში სოფელ სალიაურში მოკლული ქალის დეიდა "მთავარ არხთან" ჰყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ოჯახის წევრებსა და მეზობლებთან კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდა. მისი ინფორმაციით, ადგილზე პოლიციაც არა ერთხელ იმყოფებოდა, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

"იყო ძალიან მსმელი და პათოლოგი. ეჩხუბებოდა მთელ სოფელს, ოჯახის წევრებს ყველას. სახლში შემოვიდა გუშინ ეზოდან, შემოვიდა სამზარეულოში... საგიჟეთშიც ჰყავდათ 10 დღე, სულ პოლიცია ამოდიოდა, სულ მეზობლებს აგინებდა, სულ ვეხვეწებოდი, მაგ არანორმალურს მოაშორეთ ეს თოფი", - თქვა ეთერ ბურჭულაძემ.

მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა. რძლის მკვლელობაში ბრალდებული მამამთილი, 63 წლის კაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შსს ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კონფლიქტის დროს მან ქალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ოფიციალურად ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×