რეზონანსი
12.12.2022

პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელში არ არის, პრობლემა არის თავად „ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე ენმ პარტიის შიგნით არსებულ პრობლემებს არ გადაჭრის, მას საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის უარს ეტყვის.

„სანამ ეს პრობლემა არ გადაწყდება, რომელიც ძალადობას, დეზინფორმაციას, ტყუილს, შუღლს, ზიზღს ეფუძნება, სანამ ეს ორგანიზაცია ამ ყველაფერს არ მოიცილებს, მანამდე მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი, მანამდე მას ყოველთვის საქართველოს მოსახლეობა უარს ეტყვის," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×