რეზონანსი
12.12.2022

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე აცხადებს, რომ 3 დეკემბერს ბახმუტში დაღუპული 5 ქართველის ცხედრების გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მისი თქმით, ცხედრების გამოყვანას, ბახმუტში მიმდინარე მძიმე ბრძოლები უშლის ხელს.

„შეუძლებელია შესვლა, რუსებთან მოლაპარაკება მით უმეტეს ქართველებთან დაკავშირებით, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ უკრაინული მხარე აკეთებს ყველაფერს, ეს ბიჭები გადმოასვენონ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

რუსეთს რესურსი ეწურება. სტრატეგიაც ეგ არის უკრაინის, რომ რუსეთს რაც შეიძლება მეტი ჭურვი და რაკეტა დაახარჯვინოს", - აცხადებს ნადიმ ხმალაძე.

"დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×