რეზონანსი
12.12.2022

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ევროპის ქვეყნებს შორის 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში ჩვენი ქვეყანა მე-18 ადგილზე გავიდა. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის რეალური შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო 10-წლიანი მმართველობის პერიოდში მივაღწიეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 30-ე ადგილზეა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×