რეზონანსი
12.12.2022

აღმოსავლეთ პარტნიორობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა აღმოსავლეთ პარტნიორების ფინანსური დახმარების საკითხია.

„ვიმსჯელებთ ამ ქვეყნების ძირითად საჭიროებებზე რა შეგვიძლია ამ ქვეყნებისთვის გავაკეთოთ, როგორ გავუწიოთ მათ რაც შეიძლება მეტი დახმარება. ქართველ მინისტრთან განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანაშია გადასადგმელი და ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მოუთმენლად ველით, რომ ყველა მოთხოვნა შესრულდება, რათა ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ მოლდოვაზე.

„შოკირებული ვართ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვით მოლდოვაში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სხვა შედეგების გამო. რა თქმა უნდა, განვიხილავთ უკრაინის საკითხს და მის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინის მიმართ ფინანსური მხარდაჭერა", - აღნიშნა პეკა ჰაავისტომ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×