რეზონანსი
12.12.2022

ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მიმართულებით სერიოზული პროგრესია.

„ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ბოლო 2-3 წელში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი.

სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, კიდევ ვიმეორებ, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ, ომის და სიკვდილის პარტიამ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია უკვე და ის პროგრესი, რაზეც ვისაუბრე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება და მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მიმართა, რომ ახალი წლიდან მეტი აქტიური მუშაობაა საჭირო.

„მინისტრები ყველა მოტივირებული ვართ, რომ ყველა ეს პროექტი შესრულდეს. ჩვენი დაპირება შესრულდეს და იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე დავპირდით ჩვენ ხალხს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×