რეზონანსი
12.12.2022

რუსეთში 26 წლის მამაკაცი ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ სიზმრის მოყოლის გამო დააჯარიმეს. სიზმრის შესახებ ჩიტას მცხოვრებმა ივან ლოსევმა Instagram-ზე დაწერა.

"დღეს დამესიზმრა, რომ მობილიზებულებს შორის ვიყავი, მიმიყვანეს მოსამზადებელ ბანაკში, რა დროსაც ბანაკში ზელენსკის მეთაურობით უკრაინის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ, გაგვკოჭეს, ჩვენს დახვრეტას აპირებდნენ. ამ დროს ზელენსკიმ ჩამიარა და მეუბნება "ვნახე შენი ინსტაგრამ სთორები, დიდება უკრაინას!". მე მას ვპასუხობ: "დიდება გმირებს!" ზელენსკიმ მხარზე ხელი დამადო და მხიარულად თქვა : "ეს გაუშვით, დანარჩენები დახვრიტეთ". ამასობაში, ვდგავართ მე და ზელენსკი და მივმართავ: "შეიძლება თქვენთან სელფი გადავიღო ინსტაგრამისთვის?", რაზეც მპასუხობს: "შეიძლება," - ჰყვება ლოსევი.

მოგვიანებით, მას სატელეფონო ზარით აცნობეს, რომ დაბარებულია პოლიციის სამმართველოში.

როგორც თავად 26 წლის მამაკაცი ყვება, პოლიციაში მისვლის შემდეგ მას გადასცეს საქმის მასალები, სადაც მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტების მასალები იყო.

"როგორც მივხვდი, ივნისის თვიდან ვიღაც შემოდიოდა ჩემთან და უყურებდა ჩემს სთორებს. ჩემი გვერდი გახსნილია და არ ვაკვირდები იმას, თუ ვინ მიყურებს. ბევრი ადამიანი მწერდა ჩემი ქალაქიდან, რომ "უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში(ФСБ) მყავს ნაცნობი, შენთან მოვლენ", სთორების გამო, მწერდნენ, რომ ქვეყნიდან უნდა გავიქცე,"- ამბობს ივან ლოსევი.

"რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×