რეზონანსი
12.12.2022

ამ ეკონომიკური ზრდის პირობებში, მაშინ როცა საქართველოს უსაფრთხოება და მშვიდობა გახლავთ დაცული, შესაძლებელია ასეთ სტრატეგიულ და გრძელვადიან პროექტებზე გადაწყვეტილების მიღება - პრემიერმა წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურდა ანაკლიის პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტიდან პროექტის განხორციელებაში.

"პრემიერ-მინისტრმა მიიღო სტრატეგიულად სწორი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ხელისუფლების სწორმა ეკონომიკურმა და უსაფრთხოების პოლიტიკამ, ვინაიდან სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის პირობებში, მაშინ როცა საქართველოს უსაფრთხოება და მშვიდობა გახლავთ დაცული, შესაძლებელია ასეთი სტრატეგიული და გრძელვადიანი პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და პრემიერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს რა თქმა უნდა, არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც საქართველოს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხით ძალიან გამოადგება და მთავრობას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტიდან პროექტის განხორციელებაში. ამან წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურდა ანაკლიის პროექტის განხორციელება. დარწმუნდა საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს, საქართველომ ეს გადაწყვეტილება მიიღო,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×