რეზონანსი
12.12.2022

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა და დღეს აღმოსავლეთის სამეზობლო სრულიად განსხვავებულია.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურებთ სრულიად განსხვავებულ აღმოსავლეთის სამეზობლოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალზე გთავაზობთ გავაგრძელოთ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა. გაფართოების პროცესის პარალელურად, როგორც რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის", - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×