რეზონანსი
13.12.2022

მელიტოპოლში რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობა განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"11 დეკემბერს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კადიევკაში რუსეთის საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალის დისლოკაციის პუნქტის აფეთქების შედეგად მტრის 60 სამხედრო გარდაიცვალა და 100-მდე დაიჭრა", - წერია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ წინა დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგეს დარტყმები ზაპოროჟიეს ოლქშიც მიაყენეს.

"ასე, ქალაქ მელიტოპოლში 58-ე არმიის ხელმძღვანელობის განადგურების გარდა, ენერგოდარის, ტოკმაკისა და გულიაიპოლეს დასახლებული პუნქტების რაიონებში განადგურებულ იქნა სამი საარტილერიო დანადგარი, სხვადასხვა ტიპის 10-მდე სახემდრო ტექნიკის ერთეული და მოწინააღმდეგის დაახლოებით 150 სამხედრო დაიჭრა", - წერს გენშტაბი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×