რეზონანსი
13.12.2022

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა, რომელიც სარეგისტრაციო მოსაკრებლებიდან დროებით გათავისუფლების საკითხს ეხება.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ის პირები, რომლებმაც, როგორც ფიზიკურმა პირებმა უკვე გადაიხადეს მოსაკრებელი და ამჯერად უნდათ, რომ იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ, 2023 წლის 1 ივლისამდე კიდევ ერთხელ აღარ გადაიხდიან 10 ათასს ლარს.

კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×