რეზონანსი
13.12.2022

"რუსეთის ენერგოტერორი გრძელდება... ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტების მიერ ენერგეტიკული სისტემის დაზიანებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას.

"რუსეთის ენერგოტერორი გრძელდება, ამისთვის ოკუპანტები ირანულ დროებს იყენებენ. ცდილობენ ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან. მიზანი ერთია - ჩვენი დამარცხება, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ მედგრად ვდგავართ ინტენსიური იერიშების წინააღმდეგ. განადგურებულია ჩვენი ენერგოობიექტები. ყველას კარგად გახსოვს ატომურ ენერგოსადგურზე მიტანილი იერიში. საბედნიეროდ ატომური ბლოკების ავტომატური მართვა ჩაირთო, რამაც კატასტროფას გადაგვარჩინა.

12 მილიონზე მეტი ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ველოდებით ოკუპანტების ახალ იერიშებს. გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება. მცირე და მსხვილი ბიზნესი, საავადმყოფოები, საჯარო დაწესებულებები და სამოქალაქო ობიექტები გენერატორის დახმარებით მუშაობენ.

ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას. ამასთან უნდა გაგრძელდეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დაცვა. ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთის გეგმას. რუსეთს ენერგოტერორი, ვერც რაკეტები და ვერც ის სამხედრო დახმარება უშველის, რომელსაც ირანში ეძებს. ჩვენ აგრესიას შევაჩერებთ. დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შევძლებთ." - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×