რეზონანსი
14.12.2022

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის რატი ბრეგ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"მე ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ვსა­უბ­რობ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი, რა თქმა უნდა, არის და ამის შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც არის. ჩვენ აქამ­დე შეგ­ნე­ბუ­ლად ვი­კა­ვებ­დით თავს მსგავ­სი სა­უბ­რის­გან, ყო­ველ­თვის მო­ვუ­წო­დებ­დით მას, რომ და­მორ­ჩი­ლე­ბო­და ექი­მე­ბის თხოვ­ნას, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა, ხელი შე­ე­წყო რო­გორც მას, ასე­ვე მის გა­რე­მოც­ვა­საც მკურ­ნა­ლი ექი­მის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ ვხე­დავთ სრულ­ფა­სო­ვან მკურ­ნა­ლო­ბას და გარ­კვე­ულ სი­მუ­ლა­ცი­ებს აქვს ად­გი­ლი", - განაცხადა მინისტრმა.

 ბრე­გა­ძის თქმით, თუ არ შე­წყდე­ბა სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას, მა­შინ უწყე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლოს.

"რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, ვამ­ბობთ რა­ი­მეს, მეც ვთქვი, რომ გარ­კვე­უ­ლი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი შეგ­ვიძ­ლია ვი­ხი­ლოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თა­ვის დამ­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლა და ასე­თი არის, მათ შო­რის ვი­დე­ო­მა­სა­ლა, შე­მიძ­ლია, ეს და­გი­დას­ტუ­როთ.

ასე­ვე, გვაქვს გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ეს ადა­მი­ნი ხელს უშ­ლი­და მათ შო­რის ექი­მე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და ასე­ვე ხელს უშ­ლი­და სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბას. ჩვენ ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბით ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ თუკი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ჰქვია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი და [სა­ჭი­რო გახ­დე­ბა] იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში არა­ვის აწა­მე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს­გან არ უნდა შე­იქ­მნას მტრის ხატი, თუ არ შე­წყდე­ბა ეს სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას იმის­თვის, რომ მო­პო­ვე­ბუ­ლი იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბის გა­რე­შე და გან­ხორ­ცი­ელ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ით აკ­რძა­ლუ­ლი ქმე­დე­ბა, ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდე­ბით სწო­რედ ამ ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ შე­წყდე­ბა სი­მუ­ლა­ცი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნათ­ლად და­ა­ნა­ხებს იმ ყვე­ლა­ფერს, რა­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ“, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×