რეზონანსი
14.12.2022

პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას არ ნანობს და მიხეილ სააკაშვილს "სატანას" უწოდებს.

ის იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროონ.

"ვისზე უკეთესი გგონიათ ეგა?! ვისზე უკეთესია, ყელამდეა სისხლში, რაც ამ ადამიანმა ამ ქვეყანას დამართა, რა პრივილეგირებული კაცი გახადეთ ეს, რატომ არის პრივილეგირებული ამიხსენით. ეს არის სისხლის სამართლის ჩვეულებრივი დამნაშავე. [გუშინდელ განცხადებაზე] არაფერს არ ვნანობ. [...] გაასაჯაროოს კადრები, რომ თქვენც გაჩუმდეთ და საზოგადოებამაც დაისვენოს. არ ხედავთ კაცო, 20 წელია ეს კაცი არ ასვენებს ამ ქვეყანას", - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში ჩარევაა. მან თქვა, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას კრიტიკა არ აინტერესებს:

"ჩვენ კანონით არ გვაქვს ეგ, კანონში გაწერილი ეგ მოქმედება და რატომ უნდა გავაკეთოთ ფოტიგას ნათქვამზე, ნუ გადამრევთ თქვენ კაცო. 62 რომ გამოვიდეს და მოგვიწოდოს, გვითხრას კანონის დარღვევა მოგწონთ თქვენ?! უკანონობას თუ მხარს დაუჭერს მოგეწონებათ?! არ მაინტერესებს ფოტიგას კრიტიკა, იმიტომ რომ უსამართლოა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×