რეზონანსი
19.12.2022

როგორც ჩანს, ამ კანდიდატების მიღმა მეტის დათმობას ოპოზიცია არ აპირებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს საპირწონედ, ოპოზიციას განზრახული აქვს ულტიმატუმს არ გადაუხვიოს.

„ჩვენი მხრიდან დათმობა იყო მოდელი, რომელიც შეთავაზებული იყო თავდაპირველად, წარმოედგინათ კანდიდატების სიმრავლე, საიდანაც გავაკეთებთ არჩევანს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას. მხარე, რომელსაც ამ შემთხვევაში ამ ულტიმატუმისგან გადახვევა მოეთხოვებოდა და ულტიმატუმის ნაცვლად შედარებით უფრო მოქნილი პირობის შემოთავაზება, რა თქმა უნდა, ოპოზიცია იყო.

როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს საპირწონედ, ოპოზიციას განზრახული აქვს ულტიმატუმს არ გადაუხვიოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×