რეზონანსი
19.12.2022

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობის სპიკერმა დიმიტრი ჩერნიკოვმა განაცხადა

Bloomberg-ის ცნობით, ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს, რითაც დასრულდება მრავალთვიანი პოლიტიკური დებატები, ჩაერიონ თუ არა ენერგეტიკულ კრიზისში, რომელიც რეგიონს რეცესიით ემუქრებოდა.

ე.წ გაზის ბაზრის კორექტირების მექანიზმი, რომელიც შექმნილია ფასების უკიდურესი რყევების თავიდან ასაცილებლად, 15 თებერვლიდან ამოქმედდება. მედია აღნიშნავს, რომ მიღებული ზღვარი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკომისიის წინა შეთავაზება.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის და რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვის შესახებ.

მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ რუსეთიდან საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×