რეზონანსი
19.12.2022

კრემლი ევროკავშირის მიერ გაზის ზღვრული ფასის დაწესებას მიუღებელს უწოდებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროგაერთიანების გადაწყვეტილება საბაზრო ფასების დადგენის დარღვევაა.

„ეს არის საბაზრო ფასების დადგენის დარღვევა, საბაზრო პროცესების დარღვევა", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ.

როგორც მედია წერს, ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×