რეზონანსი
20.12.2022

სააკაშვილის პოლონიუმით მოწამვლის ფაქტზე საუბარი არცერთ სამედიცინო დასკვნაში არ არის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონიუმით მოწამვლა მხოლოდ „გარკვეული საადვოკატო ვერსია იყო".

„ამერიკელი ექსპერტის, ბატონის სმიტის დასკვნაში საუბარი არ არის არანაირ პოლონიუმზე, იგი ამჟამად არ მუშაობს პოლონიუმთან დაკავშირებით და ეს საკითხი არც წამოჭრილა. პოლონიუმი არის გარკვეული საადვოკატო ვერსია. არცერთ საექსპერტო დასკვნაში მსგავს ნივთიერებებზე არ არის საუბარი. ჩვენ ცალსახად ვამბობთ იმას, რომ ხელში გვაქვს სერიოზული დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის, რომელიც საუბრობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები გვაქვს ასევე ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს კვლევები არ ტარდება, ამას გულისხმობდა ჩემი განცხადება და დოკუმენტიც", - განაცხადა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×