რეზონანსი
21.12.2022

თელავში ხანძრის დროს დაშავებული რუსთაველი, 24 წლის ოთო ლურსმანაშვილი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ახალგაზრდა ბიჭის ბიძამ დაუდასტურა. მისი თქმით, ოთო ლურსმანაშვილი 7 დღის განმავლობაში "ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის" რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 70%-იანი დამწვრობით იყო მოთავსებული. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ თელავში ღვინის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავდა კიდევ ერთი რუსთაველი 39 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკიდან უკვე სახლში გაწერეს. შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა კიდევ 2 ახალგაზრდა კაცი.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×