რეზონანსი
21.12.2022

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

"21 დეკემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს პირველი შესახვევის N10-თან წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

მაგისტრალურ მილზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები 21 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელი გაირეცხება და წყალმომარაგება აღდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათიდან 22 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის ნაწილს, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ფარსადანის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის ქუჩებს, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, შანიძის, ზუბალაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბლის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის, ბოცვაძის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართს; ოქროყანის დასახლებას

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×