რეზონანსი
21.12.2022

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

ადგილობრივების თქმით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მანამდე პოლიციას ექიმებმა თავად მიმართეს და ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობის შესახებ შეატყობინეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მომხდარზე 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×