რეზონანსი
22.12.2022

ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის ოპერატორი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის ერლომ ახვლედიანის შვილი, ბაქარ ახვლედიანია. გარდაცვლილს გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა და 10 დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით ოჯახს ოპერაციისთვის 100 000 დოლარი სჭირდებოდა. ბაქარის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ბაქარმა დაგვტოვა....

გულის გადანერგვის მოლოდინში,

დონორის მოლოდინში,

საოპერაციო თანხის შეგროვების მოლოდინში....

დაიღალა და გარდაიცვალა..

ბაქარი ჩემი შვილის ნათლია იყო, არის და იქნება.

ერლომი რომ ჰყავდა მამად, ახვლედიანი, ის ბიჭი იყო ბაქარი,

ჩემთვის ძალიან რთულ მომენტში რომ თავისი ანცობით მაცინებდა, ის ბიჭი იყო.

მერე ცხოვრება ისე წავიდა, როგორც სჩვევია, გიჟური რიტმით... გაუსაძლისად რთულად, თვალის დახუჭვამდე მისული სასოწარკვეთით....

ასე გავიდა ორი ათწლეული...

შიგადაშიგ ვეხმიანებოდით, იშვიათად...

მერე გულის პრობლემები დაეწყო...

რა დროს შენი გულია-თქო ბიჭო, არც მიმიღია სერიოზულად.

"რუსთავი-2" ოპერატორი იყო და კამერის თრევამ ხო არ დაგიმძიმა მეთქი, გავეხუმრე.

მერე წერილი დამხვდა მესინჯერში

"მაპატიეთ შენ და გიომ, რომ ვერც ნათლიად ვივარგე და ვერც მეგობრადო".

გავუჯავრდი, მეორედ არ თქვა მსგავსი რამ-თქო,

სამსახურიდან წამოვედი, გულის გადანერგვა მჭირდებაო...

მერე პოსტებიც ვნახე მეგობრების, ბაქარის გარშემო რომ გაერთიანებულიყვნენ...

ჯანდაბა!

ჯანდაბა!

ჯანდაბა!

არ ვიცი რატომ ვწერ...

ვისთვის, შენ ხომ აღარ ხარ "ბაქიბუქა"?

როდის გაიზარდე ბიჭო?

როდის დაკაცდი?

მე ისევ ისეთს გხედავ, ტაბიძიდან მზიურამდე მორბენალს, ხუმარას, უცელქესს, შე გაბურძგნულო!!!

შევხვდებით.... იმედია უკეთეს სამყაროში." - წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×