რეზონანსი
24.12.2022

CNN-ზე ისეთი შეკვეთილი სიუჟეტი გააკეთებინეს, მოპასუხე მხარეც არ ჰყავდათ, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე ვარაუდით, გარკვეულ შიდა თუ გარე ჯგუფებს სააკაშვილის „ალაპარაკების" ეშინიათ, რითაც მათი გააქტიურების ახსნაა შესაძლებელი.

„სააკაშვილის ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ აქ არეულობა მოეწყო და შემდეგ ომის სცენარი განხორციელებულიყო. ეს ერთი ხაზია, მაგრამ მიჩნდება ეჭვი და ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს ის, რომ რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის ლობისტები ზღვარგადასულად აქტიურობენ, პიარკომპანია დაიქირავეს და CNN-ზე ისეთი შეკვეთილი სიუჟეტი გააკეთებინეს, მოპასუხე მხარეც არ ჰყავდათ - მათში ხომ არ გაჩნდა შიში, რომ სააკაშვილი ალაპარაკდება? მგონი, ამის რისკები არსებობს. სხვა რისკებიც არის - მაგალითად, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ ინტერესებსაც დავინახავდი - მისი უსაფრთხოება ყველაზე მეტად დაცულია იქ, სადაც არის. შესაძლოა, იმ სპეცოპერაციის შედეგი, რომელიც მიზნად მის გაყვანას ისახავს, მისთვის საფრთხე იყოს. დღეს „ქართული ოცნების", მმართველი გუნდის, ხელისუფლების ინტერესებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზიანი აბსოლუტურად არ არის. მაგრამ, შესაძლოა, ეს გარკვეული ჯგუფების ინტერესში იყოს", - განაცხადა ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×