რეზონანსი
24.12.2022

გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მოადგილეს, ჰიკმეთ გაჯიევს ესაუბრა.

სალივანმა მხარეებს მოუწოდა, განიხილონ ნაბიჯები, რომელიც შეარბილებს ორმხრივ დაძაბულობას და საფუძველს დაუდებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

თეთრი სახლი ასევე იუწყება, რომ მოლაპარაკებების დროს მათ შეაფასეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესი, რომელიც 27 სექტემბერს ევროკავშირისა და აშშ-ს შუამავლობით იქნა ორგანიზებული.

ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბერს აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს, რომლებიც რეგიონიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანას აპროტესტებენ. ლაჩინის დერეფანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×