რეზონანსი
25.12.2022

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ანი წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ობიექტურობისთვის სააკაშვილმა ანალიზები უნდა ჩააბაროს.

"რამდენჯერმე იყო შეთავაზება, რომ ანალიზი ჩაებარებინა, გამომდინარე იქიდან, რომ განცხადებები იყო გაკეთებული, თითქოს მისი მოწამვლის შესახებ, რომელიც მან დაადასტურა, ხან უარყო. ობიექტური განსჯისთვის არის სწორედ სასამართლო, რომელიც მიმდინარეობს, საჭიროა ანალიზი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს იმისთვის, თუ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მისი განცხადებები მარტო სიტყვები არ არის და მის უკან სერიოზული არგუმენტი დგას.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, თუკი ვინმეს დღეს ამ მხრივ მდგომარეობა რთული აქვს, ეს გახლავთ ანა წითლიძე, რომელიც უკვე მერამდენე დღეა პარლამენტში შიმშილობს. ყველას მოვუწოდებ, მის პოლიტიკურ მეგობრებს, იქნებ ისინი ამ საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ და მიმართონ ქალბატონ ანას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×