რეზონანსი
25.12.2022

ყოველწლიურ საშობაო მიმართვაში, პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის" დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, Urbi et Orbi-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად" გამოყენება დაგმო.

როგორც მედია წერს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის 10 წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის ომმა დაიკავა, თუმცა პაპმა ასევე ახსენა სირიაში, იემენში, ერაყში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაში, მიანმარში, ავღანეთში, ეთიოპიაში, ირანში, ჰაიტიში, ისევე როგორც, აფრიკის საჰელის რეგიონში არსებული კონფლიქტები, არეულობები და ჰუმანიტარული კრიზისები. პონტიფიკოსის თქმით, მსოფლიო "მშვიდობის შიმშილს" განიცდის.

მანამდე, რომის პაპმა, წმ. პეტრეს ბაზილიკაში ღამით, საშობაო მესა აღავლინა. ქადაგებისას კი მორწმუნეებს მოუწოდა, მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ ღარიბების მიმართ და ცხოვრებაში წვრილმანები დააფასონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×