რეზონანსი
30.12.2022

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის დამცველთა უფლებების დაცვის საკითხებში, ალიონა ვერბიცკას თქმით, ამჟამად დაახლოებით 3 400 უკრაინელი სამხედრო რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 15 000 ითვლება.

"რუსეთმა ამჟამად დაადასტურა 3,392 უკრაინელი სამხედრო ტყვე, მაგრამ დაახლოებით 15,000 ადამიანი უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა", - თქვა ვერბიცკამ.

მისი თქმით, უცნობია, არიან თუ არა ეს ადამიანები ტყვეობაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანილი ან მოკლული "ჩვენ არ ვიცით რა დაემართათ მათ".

შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს უკრაინელი სამხედრო ტყვეების მონახულების საშუალებას არ აძლევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×