რეზონანსი
30.12.2022

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად დღეში საშუალოდ 9 000 ადამიანი იღუპება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ბრიტანეთში არსებული ჯანდაცვის კომპანია Airfinity-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი. გარდაცვლილთა რიცხვი კი გასული კვირის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

Airfinity-ის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. "ნულოვანი პოლიტიკის" გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში COVID 19-ს სულ მცირე 100 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×