რეზონანსი
31.12.2022

ადევნებისა და თვალთვალის ფაქტი რუსთავში. როგორც "ინფო რუსთავის" იტყობინება, XVII მიკრორაიონში, ერთ-ერთი მაღაზიიდან 40 წლამდე მამაკაცი, არასრულწლოვან გოგონას აედევნა. გოგონამ მამაკაცის თვალთვალი შეამჩნია, ნაბიჯს აუჩქარა და ლიფტში შეასწრო, ლიფტიდან კი ბინაში დროულად შევიდა.

არსებული ინფორმაციით იმ დღეს მამაკაცი გოგონას ბინის კართან რამდენიმე წუთი უცდიდა. მეორე დღეს კი სკოლაში წასვლამდე სადარბაზოსთან ელოდა.

ფაქტის შესახებ მოზარდმა პოლიციას აცნობა. მომხდარის გამო მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×