რეზონანსი
31.12.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგისა და ველიკა ბელოზერკას მახლობლად, რუსული ძალების 115 ჯარისკაცი დაიჭრა და 5 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა.

„დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ტერიტორიებს, 3 დარტყმა კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. მათ მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს", - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 7 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 5 საცავსა და 2 სარადარო სადგურს დაარტყეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×