რეზონანსი
31.12.2022

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, 30-ვე შემთხვევა იყო მსუბუქი და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.​

„დაშავებულებს არ დასჭირვებიათ სტაციონარში მკურნალობა, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, სერიოზული შემთხვევები ჯერ კიდევ წინ არის", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, გუგა ქაშიბაძემ მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი. ეს არ არის ნივთი, რომლითაც ოჯახში ბავშვები გაერთობიან. ფრთხილად უნდა იყვნენ. სულ რომ ზედმიწევნით დავიცვათ ინსტრუქცია, გარკვეული შემთხვევებისას მაინც შეიძლება, სერიოზული ტრავმა მივიღოთ. სჯობს, საერთოდ არ გაეკარონ და არ ააფეთქონ", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×