რეზონანსი
31.12.2022

ოპოზიცია ძალიან ბევრ ნაღმზე აფეთქდა, დაწყებული ომის თემიდან, როცა თავისი ნებითაც კარგად მიიწება ომის პარტიის იარლიყი, - ამის შესახებ ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ" სააკაშვილის გამოხსნის კამპანიაში სერიოზული შეცდომები დაუშვა, განსაკუთრებით ის, რომ პირველი დღიდან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ კვდება.

„ოპოზიციამ მთლიანობაში კიდევ ბევრი სხვა შეცდომაც დაუშვა მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ ნაღმზე აფეთქდა, დაწყებული ომის თემიდან, როცა თავისი ნებითაც კარგად მიიწება ომის პარტიის იარლიყი. ხელისუფლებამ ცხადია, ყველაფერი ქნა ამისთვის, მაგრამ თვითონაც სიამოვნებით მიიწებეს, მათდაუნებურად, მაგრამ მიიწებეს მაინც ომის პარტიის იარლიყი. მერე აფეთქდნენ ყველა სულელურ თემაზე, დაწყებული ერეკლე მეორედან, დამთავრებული ხვიჩა კვარაცხელიათი" - განაცხადა თორნიკე შარაშენიძე „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×