რეზონანსი
31.12.2022

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბამ­დე საქ­მე არ მივა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ არის, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა, თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ 2023 წელს მო­სა­ლოდ­ნელ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხან­და­ხან „ქართული ოც­ნე­ბის­თვის" ნერ­ვე­ბის­მომშლელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რად­გან მოს­წონს, რომ ვი­ღა­ცებს აღი­ზი­ა­ნებს.

„ის არ შე­ი­წყა­ლებს სა­ა­კაშ­ვილს არა­ნა­ი­რად. ხან­და­ხან „ოც­ნე­ბის­თვის" ნერ­ვე­ბის­მომშლელ გან­ცხა­დე­ბას კი აკე­თებს, მაგ­რამ, მე მგო­ნი, შე­წყა­ლე­ბამ­დე საქ­მე არ მივა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ არის და რომც შე­ი­წყა­ლოს, კი­დევ 2 თუ 3 პრო­ცე­სი მი­დის სა­ა­კაშ­ვი­ლის და არ გა­უშ­ვე­ბენ. შე­წყა­ლე­ბის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი აჟი­ო­ტა­ჟი და და­ა­ნე­ბონ ამ ქალ­ბა­ტონს თავი. ჯერ ერთი, არ შე­ი­წყა­ლებს და რომც შე­ი­წყა­ლოს, ეს არა­ფერს არ ცვლის, არ გა­უშ­ვე­ბენ ამ ადა­მი­ანს.

ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს ეშ­ლე­ბათ ნერ­ვე­ბი და მე მგო­ნი, მოს­წონს, რომ აღი­ზი­ა­ნებს ვი­ღა­ცებს, მე ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა. იმათ კი­დევ რა აღი­ზი­ა­ნებთ, ვერ გა­ვი­გე, რად­გან არ გა­უშ­ვე­ბენ მი­შას, რომც შე­ი­წყა­ლოს მა­ინც", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი არც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" და პარ­ტი­ა­ში შიდა პრობ­ლე­მე­ბი იან­ვარ­ში ისევ გაგ­რძელ­დე­ბა.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიდა პრობ­ლე­მე­ბი იან­ვარ­ში თა­ვის­თა­ვად ისევ გაგ­რძელ­დე­ბა. არ­ჩევ­ნებს აპი­რე­ბენ იან­ვარ­ში, შე­იძ­ლე­ბა მე­ლია გა­და­ა­ყე­ნონ, ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ნიშ­ნონ, მაგ­რამ მერე რას იზამს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე, მი­შას რო­გორ გა­მო­იხ­სნის? შტურ­მით აი­ღებს ცი­ხეს თუ პარ­ლა­მენტს? ამა­ზე სა­უ­ბა­რი ხომ კო­მი­კუ­რია უკვე, მე მგო­ნი თვი­თო­ნაც აღარ სჯე­რათ შტურ­მის და რე­ვო­ლუ­ცი­ებს. ვის ამ­ხნე­ვე­ბენ ამ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბით, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არ მეს­მის. შე­სა­ბა­მი­სად, „ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" ბევ­რი ვე­რა­ფე­რი ვერ შე­იც­ვლე­ბა, მე ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმი­ტომ, რომ „ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მთა­ვა­რი ფი­გუ­რა, სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ცი­ხე­ში", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×